წარმოგიდგენთ ფოტო-კოლაჟს, რომელიც ჩვენი პროექტის „ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო“ მონაწილემ, ლალი შენგელიამ შექმნა (ქუთაისი).
"ამ ფოტოპროექტის მიზანი იყო ქალებს საკუთარი თავისთვის სხვისი თვალით შეეხედათ. ჩემს რესპოდენტებს ჯერ ფოტოს ვუღებდი, შემდეგ კი ვთხოვდი, აღეწერათ ქალი, რომელსაც ფოტოზე ხედავდნენ. მათთვის მიცემული რამდენიმე წუთი იყო დრო საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად, ცოტაოდენი თავისუფალი სივრცე იმის გასააზრებლად, თუ რა სურთ შეცვალონ. პროექტის მონაწილეებს კიდევ ერთ კითხვას ვუსვამდი - არის თუ არა ქალთა უფლებები დაცული მათ ირგვლივ? სამწუხაროდ, ყველამ არ ისურვა ამ საკითხზე ესაუბრა, ზოგიერთმა კი ისევ ქალის დანაშაულზე გააკეთა აქცენტი. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, ვფიქრობ, საინტერესოა მათი სუბიექტური ხედვების გაცნობა".