აჩიკო მამისაშვილი
ქვიარ აქტივისტი

დაიბადა 1987 წელს გორის რაიონში. სკოლა სოფელში დაამთავრა. სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში კავშირგაბმულობის განხრით, შემდეგ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. იყო ბლოგერი, აქტივისტი, მათემატიკის კერძო მასწავლებელი, ეპისკოპოსის ასისტენტი ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში. 2015 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში შესაძლებლობისათვის, გამოხატოს საკუთარი თავი თავისუფლად.