ანა ლოლუამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; ევროპის კოლეჯის (ვარშავა, ნატოლინი) ევროპის ინტერდისციპლინური კვლევებისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) ნაციონალიზმის კვლევების სამაგისტრო პროგრამები. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით კარლ ფრიდრიხ ლემან - ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში (პროგრამა მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის მიერ). კვლევითი ინტერესებია: მეხსიერების პოლიტიკა, ისტორიის პოლიტიკა, გვიანი სოციალიზმის პერიოდის ნაციონალიზმი საქართველოში, მუზეუმები და საგამოფენო პრაქტიკები.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de