ეკატერინე სხილაძე
სახალხო დამცველის მოადგილე

2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩართულია როგორც საქმისწარმოების პროცესში, ასევე ახორციელებს საინფორმაციო/საგანმანათლებლო საქმიანობას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში. მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებისა და საერთაშორისო დოკუმენტების განხორციელების მონიტორინგის საკითხებზე.

2012-2013 წლებში სტაჟირებაზე იმყოფებოდა პოლონეთში, აქტიურ ქალთა ასოციაციაში. სტაჟირების ფარგლებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში ატარებდა ტრენინგებს ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 

2007-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრი. მისი საქმიანობა მოიცავდა შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებას და სხვადასხვა პროექტების კოორდინაციას. ამავდროულად კოორდინაციას უწევდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამას.

Contributions:

როცა აღარ მეშინია