ეთუნა ნოღაიდელი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გუნდს 2013 წელს შეუერთდა. მან მაგისტრის ხარისხი გენდერული კვლევების სპეციალიზაციით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2012 წელს მიიღო. 2012-13 წლებში მუშაობდა კვლევის ანალიტიკოსად სხვადასხვა პროექტებზე, რომელთა ძირითადი ფოკუსი იყო მდგრადი განვითარება, საჯარო პოლიტიკა და გენდერი. 2013 წლიდან მიწვეული ლექტორის სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს გენდერის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ამავდროულად, ის მუდმივად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერად.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de