ქეთევან მამუკელაშვილი
მუსიკისმცოდნე

ქეთი ქუთაისის ლადო მესხიაშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის არტ მენეჯერია 2013 წლიდან, თუმცა თეატრში 2007 წლიდან მუშაობს. ამავდროულად, 1991 წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში  მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგად. 2015 წლიდან არის მწერალთა, ხელოვანთა  და მეცნიერთა  ეროვნული აკადემიის ჟურნალ ,,მერმისის“ რედკოლეგიის წევრი, სადაც პერიოდულად აქვეყნებს წერილებსა და სტატიებს ქუთაისის  თეატრალური და მუსიკალური ცხოვრების მოვლენებთან დაკავშირებით. 2015 წელს დააფუძნა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.