ქრისტინე ჟღენტი
Kristine Zhghenti

ქრისტინე ჟღენტი ინტერდისციპლინური მკვლევარია. იგი ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე და ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს ამავე უნივერსიტეტიდან.

მისი კვლევითი ინტერესებია: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, გენდერი და დიპლომატია, ფემინისტური საგარეო პოლიტიკა, ფემინისტური კრიტიკული თეორია და ფილოსოფია, პოსტკოლონიური და დეკოლონიური კვლევები, გენდერი და დროითი სიღარიბე.

ამჟამად ქრისტინე დასაქმებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტში.