მაია ფელიშვილი
ინსპექტორ-გამომძიებელი

2007 წელს  მაია შსს აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დასრულების შემდეგ მოიპოვა წოდება და დაინიშნა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად. დღემდე აგრძელებს მუშაობას ქვემო ქართლის პოლიციაში. გავლილი აქვს არასრულწოლვანთა დაკითხვის კურსები, ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგები და სწავლელები, მონაწილეობა აქვს მიღებული რეგიონალურ კონფერენციებში ,,ქალი პოლიციის სტრუქტურაში“. ასევე, ატარებს ტერნინგებს როგორც სკოლებში, ასევე სხვა საჯარო სივრცეში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიციის და საზოგადოების როლზე. მიღებული აქვს შსს მინისტრის, ამერიკის საელჩოს და საქართველოს პრეზიდენტის ორდენები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მისი თანაავტორობით შეიქმნა მცირე სახელმძღვანელო კომიქსებით პედაგოგებისა და ბავშვებისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში.

Contributions: