მაკა ხუციშვილი
ვარშავის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, მაგისტრის ხარისხი
მაკა ხუციშვილი იკვლევს რეპრესირებული პოლონელების ისტორიას საბჭოთა საქართველოში „დიდი ტერორის“ პერიოდში. ორჯერ მიიღო პოლონეთის სახელმწიფო სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც მუშაობს პოლონეთის არქივებში და აღნიშნულ თემაზე ატარებს აკადემიურ კვლევას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჩატარებული აქვს რამდენიმე ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია, რომლებიც ეძღვნებოდა კავკასიის რეგიონს. მისი ინიციატივით გამოიცა კონფერენციებზე წაკითხული საუკეთესო მოხსენებების კრებული: „კავკასია ცვალებად დროში“. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია.