ნარგიზა არჯევანიძე
ნარგიზა არჯევანიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი. მას მიღებული აქვს გენდერის კვლევების მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2016-2017 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი/დოქტორანტი ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) გენდერის კვლევების დეპარტამენტზე. 2010 წლიდან ნარგიზა კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გენდერის კვლევების ინსტიტუტში.