ნინო კალანდარიშვილი
ნინო კალანდარიშვილი არის ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. მისი ინტერესის სფეროებია კონფლიქტების დარეგულირებისა და დიალოგის საკითხები, დევნილთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობის პრობლემები, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პრობლემები. ნინო არის ქართულ-აფხაზური (2007 წლიდან) და ქართულ-ოსური (2009 წლიდან დღემდე) დიალოგების აქტიური მონაწილე. ნინოს, პირველს საქართველოში, მიღებული აქვს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია.