რუსუდან გოცირიძე
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
2000-2005 საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის ქალთა მსახურების წინამძღოლი; 2006-2013 კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) გენდერისა და რელიგიური უმცირესობების განყოფილების მკვლევარი და ტრენერი; 2008 წლიდან ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი; 2007 წლიდან სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს და 2012 წლიდან საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრი. ინტერესები: ქალი და რელიგია; ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები რელიგიურ თემებში; რწმენის თავისუფლება, რელიგიური განათლება და სეკულარიზმი.