სალომე ადამია

სალომე ადამია არის ახალგაზრდა სოციალისტების საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო ამავე ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი (2013-2015 წწ) და პრეზიდენტი (2015-2017 წწ). ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს. როგორც ტრენერი, ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან. 2017 წელს იყო შერიგების რესურსების ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორი. სალომე აქტიურად მუშაობს ორგანიზაციასთან „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ სოციალ-დემოკრატიული ღირებულებების ახალგაზრდებისთვის გასაცნობად.