სალომეა ბაუერი არტისტი და აქტივისტია საქართველოდან. ადრეულ 90-იანებში ის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. 2014 წელს VGIK-ში სწავლის დასრულების შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და თავი მიუძღვნა ხელოვნებას, როგორც რეალობის დოკუმენტაციას. სალომეა მხატვარი, კინორეჟისორი და პერფორმანს არტისტია. დაკვირვებისა და კვლევის საფუძველზე, მისი ძირითადი ფოკუსი გონების მოსაზღვრე მდგომარეობების, მენტალური კრიზისის და ტრანსფორმაციის შესწავლაა. მისი შემოქმედებით მეთოდს საფუძვლად უდევს სუბიექტური რეალობისა და პირადი გამოცდილების ცვლილებების და რყევების დოკუმენტირება და ანალიზი, ისტორიულ კონტექსტში ჩაქსოვილი მხატვრობისა და კინოს საშუალებით. სალომეას ნამუშევრები შეისწავლის საზოგადოებაში არსებულ ოპოზიციებს სეპარატიზმის, ინტეგრაციის და თვით-იდენტიფიკაციის ძიების კონტექსტში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა რეზიდენციაში, ფესტივალსა და გამოფენაში, როგორიცაა კანის 66-ე კინოფესტივალი, Transcultural Art Lab 2018 (Erasmus+ program, იუისტი, გერმანია), Imagine/Caucasus Edition Summer School (საქართველო, 2022), Tbilisi Art Fair 2024 და სხვ. სალომეას ნამუშევარი გამოქვეყნდა Association for Women's Rights in Development (AWID)-ის 2024 წლის ფემინისტურ კალენდარში. სალომეა ასევე წარმოადგენს ასოციაციის წევრს. 2023 წელს სალომეამ შექმნა გრაფიკული ნოველა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის გლობალური განყოფილების “Global Feminist Pitch 2023”-სთვის.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de