თამარ დეკანოსიძე არის იურისტი და პროექტის კოორდინატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ქალთა უფლებების, დისკრიმინაციისა და ჯანდაცვის უფლების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში იგი ამჟამად აწარმოებს საქმეებს ფემიციდსა და ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობაზე. მისი კვლევის მთავარი ინტერესია სამართლის ფემინისტური კრიტიკა.
თამარი მუშაობდა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ორგანიზაციებში საქართველოში, კოსოვოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. იგი არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებებზე ადგილობრივ უნივერსიტეტებში.
მისი კვლევის ინტერესებია: სამართლის ფემინისტური თეორია, ფემიციდი, გენდერული ძალადობა, რეპროდუქციული უფლებები, მარგინალიზებული ქალები, ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.