თეონა ყუფუნია
პროგრამის ოფიცერი

თეონას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი. ასევე შვედეთის ლინშოპინგის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა მაგისტრის ხარისხი. თეონას სამოქალაქო სექტორში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან თეონა არის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის  პროგრამის უფროსი ოფიცერი. აღნიშნული პროგრამის ერთერთ ამოცანას წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხის გაძლიერება და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა.