თინათინ ლობჟანიძე თანამედროვე საქართველოს ისტორიის მაგისტრი და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრია. მისი კვლევითი მიზნები სწორედ ამ ორი ფაკულტეტის თანაკვეთაზე გადის - თინათინი მუშაობს საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ეკოლოგიური კატაკლიზმების ეთნოგრაფიულ და საარქივო კვლევებზე. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ განაპირობებს სტიქიური უბედურებების კოლექტიური მეხსიერება ადამიანების წარმოდგენებსა და განწყობებს მომავალზე. მისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც რაჭის მაღალმთიანი სოფლიდანაა, კლიმატის ცვლილების პოლიტიკა, ეკოლოგიური ანთროპოლოგია და სტიქიის გააზრება პოლიტიკურ-კულტურული ნარატივით, განსაკუთრებით საინტერესოა.