თუთა ჩხეიძე არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის კომუნიკაციების მენეჯერი.
ის არის ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის, ჩივნინგის სტიპენდიანტი, მან მაგისტრის ხარისხი მედიისა და კომუნიკაციის სპეციალიზაციით ლონდონის კინგსტონის უნივერსიტეტში 2018 წელს მიიღო.
2013-2017 წლებში მუშაობდა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერად. მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობდა გენდერული თანასწორობისა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველ ღონისძიებებსა და კამპანიებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეპორტიორად, ჟურნალისტად და გადაცემების წამყვანად როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ მედიებში, რადიოსა და ტელევიზიაში.