ნინა მდივანი

ნინა მდივანი

ნინა მდივანი არის დამოუკიდებელი კურატორი და მწერალი. იგი დაიბადა 1982 წელს თბილისში და ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი წიგნი, King is Female, გამოიცა 2018 წლის ოქტომბერში, Wienand Verlag-ის გამომცემლობაში. 

განათლება: ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ივანე ჯავახიშვილის უნივერსისტეტი ( 2003); ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში  და ხელოვნების ისტორიაში,  მოუნტ ჰოლიოკ კოლეჯი, მასაჩუსეტსი, ამერიკა 2007; მაგისტრის ხარისხი კრეატიულ წერაში, ნიუ იორკის უნივერსიტეტი, 2010

თანამდებობა:  დამოუკიდებელი კურატორი, ფრილანს მწერალი

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, კონცეპტუალური ესთეტიკა, ქალი ხელოვანები, ქართული ხელოვნების დინამიკა

ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული

ქალაქი: ნიუ იორკი

ელ.ფოსტა:  ninamdivani@usa.com

ბიოგრაფია:  ნინა მდივანი არის დამოუკიდებელი კურატორი და მწერალი. იგი დაიბადა 1982 წელს თბილისში და ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი წიგნი, King is Female, გამოიცა 2018 წლის ოქტომბერში, Wienand Verlag-ის გამომცემლობაში. წიგნის პრეზენტაცია ფრანფურკტის წიგნის ბაზრობაზე შედგა. წიგნი აღწერს სამი ქართველი ხელოვანი ქალის ცხოვრებას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მომხდარი ისტორიული, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციების ფონზე. იმ გამოფენებს შორის, რომლებსაც ნინამ კურატორობა გაუწია აღსანიშნავია 3+1 King is Female ვილა ვესელის მუზეუმში, იზერლონი, გერმანია; ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; Material Landscape, Social Landscape: Human Presence კუნსტრაუმში, ბრუკლინი. 2019 წელს ნინა აირჩიეს Kunstraum-ის რეზიდენტ კურატორად, ბრუკლინში. ნინა სისტემატიურად მუშაობს სხვადასხვა ქართულ, ამერიკულ, ევროპულ გალერეასა და ხელოვანთან ერთად. ნინას შემდეგი პროექტია ერთობლივი ქართულ-ამერიკული გამოფენის “New York Meets Tbilisi: Reframing Otherness”, ორგანიზება. ნინას სტატიები თანამედროვე ხელოვნებაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://ninamdivani.com

ნაშრომები: King is Female, Three Female  Georgian Artists, Wienand Verlag, Berlin 2018;  Editor, Short Illustrated History of Georgian Science, Nova Science Publishers, New York, NY, 2016

Related Content

  • ხათუნა ხაბულიანი

    ხათუნა ხაბულიანი არტ-კრიტიკოსი და კურატორია, ხელოვნებათმცოდნე. თანამდებობა: ორგანიზაცია არტ & სოსაითის დირექტორი.

  • სალომე ჯაში

    “საქდოკ ფილმი”-ის დამფუძნებელი, პროდიუსერი, რეჟისორი. სამუშაო თემები: სივრცეები, ადამიანები

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება