თინათინ ყაუხჩიშვილი

1919-2011 /  მეცნიერი

ქართველი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის თვალსაჩინო სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. თავისი ხანგრძლივი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ეპიგრაფიკის, კლასიკური ფილოლოგიისა და ქართველოლოგიის განვითარების საქმეში.

1976 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია “საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები”, რომელშიც, ფაქტობრივად, შეაჯამა თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგები ბერძენ ავტორთა საქართველოს შესახებ არსებულ ცნობებთან დაკავშირებით. მის მთარგმნელობით საქმიანობაში განსაკუთრებული როლი უჭირავს ჰეროდოტეს “ისტორიას” (1975-76 წწ.), რომელიც ანტიკურობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ქართულად თარგმნის შესანიშნავი ნიმუშია.

თინათინი ასევე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ძირითადი შრომები მოიცავს 20 წიგნსა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომს ქართულ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site