განათლება: გენდერული კვლევების მაგისტრი
სამუშაო თემები: ქალების ზეპირი ისტორიები; ფემიციდი და გენდერული ძალადობა; მიგრაციის ფემინიზაცია; თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული კვოტები, ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება.
ენები: ინგლისური
ქალაქი: თბილისი
იმეილი: ida.bakhturidze[at]yahoo.com
ბიოგრაფია:
ბაკალავრის დამთავრების შემდეგ იდა ბახტურიძე თანამშრომლობდა სახვადასხვა ადგილობრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო 2011-2013 წწ. იყო ქალთა ფონდის თანამშრომელი. ასევე, მონაწილეობდა კვლევით პროექტებში, ძირითადად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით.
ამჟამად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში - „ევროპელი ქალბი საერთო მომავლისათვის“ (WECF) საქართველოს ოფისში, გენდერული პროგრამების კოორდინატორად. იდა არის ერთ-ერთი ავტორი პლატფორმის „ქალები საქართველოდან“. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ის აქტიურად არის ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში 2011 წლიდან. დაარსების დღიდან ის იყო ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. ამჟამად ჩართულია „ქალთა მოძრაობის“ აქტივიზმში.