29 ოტომბერს მწერალთა სახლში ფილოსოფოს თამარ ცხადაძის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციის ანოტაცია:
"რას ნიშნავს, იყო ფემინისტი? და რას ნიშნავს დღევანდელ სამყაროში მტკიცება, რომ არ ხარ ფემინისტი? არის დღეს შესაძლებელი, ისე გავემიჯნოთ ფემინისტურ იდეალებს და ფემინისტურ ბრძოლას, რომ ამით უპასუხისმგებლობა არ დავადასტუროთ? ლექცია ეძღვნება ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობის თეორიულად გააზრების ცდას. შემოთავაზებული თეორიული ჩარჩოს საილუსტრაციოდ და გასამყარებლად წარმოდგენილია ანტიფემინისტური არგუმენტების რამდენიმე როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ნიმუშის ანალიზი".
ლექცია მომზადებულია ამავე სახელწოდების სტატიის მიხედვით.
ლექცია მომზადებულია ციკლისთვის "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში".