ირინა ხანთაძე

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: სამართალმცოდნეობის მაგისტრი

თანამდებობა: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

სამუშაო ინტერესები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების საკითხები,  სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობა, ფილანტროპიის განვითარება, განათლების პოლიტიკა და ზრდასრულთა არაფორმალური განათლება.

ენები: რუსული, ინგლისური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: irina.khantadze[at]ctc.org.ge

ბიოგრაფია:

1997 წლიდან დაინტერესდა და ჩაერთო სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების პროგრამებში. სწორედ აქედან გამომდინარე 1999 წელს შეუერთდა ახალდაფუძნებულ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს. 2004 წლიდან არის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ცენტრმა არაერთი ინიციატივა განახორციელა სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებისა და სამოქალაქო განათლების კუთხით. ასევე, ირინა გახლავთ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. სამხრეთ კავკასიის რეგიონს წარმოადგენდა ევროპის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის გამგეობაში. 2013 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა სამოქალაქო კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, რომელიც უკვე 10 ქართულ ორგანიზაციას აერთიანებს და მიზნად ისახავს განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რეფორმების ადვოკატირებას და ხელშეწყობას. ასევე, ირინა საქართველოში ათასაწლეულის გამოწვევის განათლების პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრია.