ლიანა /ლია/ ჯაყელი

Კითხვის დრო: 1 წუთი
Liana Jaqeli

განათლება: ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი (თსუ)

თანამდებობა: თავმჯდომარე – კავშირი „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები

ენები: ქართული (მშობლიური), ჩეხური, რუსული, ინგლისური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: studiolia[at]hotmail.com

ბიოგრაფია:

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა  დროს მუშაობდა  მხაზველად და მთარგმნელად. 1986-2002 წლებში იყო „მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ (მოგვიანებით „კავკასიური სახლი“ –  კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი) რედაქტორი. 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“/“StudioMobile – Accent on Action”, რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ესენია: მობილური საგანმანთლებლო ღონისძიებები და ალტერნატიული მედია–პროდუქციის შექმნა.

ნაშრომები:

  • ლექსები და თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში;
  • დოკუმენტური ფილმები:
  1. დედა, მამა, მე გეი ვარ (2013)
  2. მედ ყოფნის ფასი (2011)
  3. ქედელი (2010)
  4. მთავარი (2008)
  5. კოდექსები და ლექსები (2006)
  6. სადა ხარ, ჩემო სულიკო (2006)
  7. გენერალური რეპეტიცია (2004)
  8. რა ვიცი… (2004)
  9. უჩინარნი (2003)
  10. ერთი სიცოცხლე, ერთი სახელი (2001)