ნანა ფანცულაია

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: აღმოსავლეთმცოდნე

თანამდებობა: აღმასრულებელი დირექტორი,  ქალთა ფონდი საქართველოში

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები:  ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა; ქალთა მოძრაობის,  ფემინისტური  აქტივიზმის და  ქალი უფლებადამცველების  ხელშეწყობა;  ფემინისტური ფილანთროპია.

ენები: რუსული, ინგლისური, თურქული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: nana@womenfundgeorgia.org

ბიოგრაფია: 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად 1998 წლამდე. 1994-1997 წლებში ასწავლიდა თურქულ ხელოვნებას საქართველოს აზია-აფრიკის ინსტიტუტში. 1995 – 1998 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში „ბავშვი და გარემო“, კულტურული პროგრამების დირექტორად.  1998 წელს დააფუძნა ორგანიზაცია „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2005 წლამდე. 2005  წლიდან ხელმძღვანელობს ადგილობრივ ქალთა გრანტისგამცემ ორგანიზაციას „ქალთა ფონდი საქართველოში“.

ნაშრომები:  

პუბლიკაციების თანაავტორი და ავტორი:

1. ფილანთროპია - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2004

2. ფილანთროპიის გაკვეთილები , 26 გამოცემა,  თბილისი, 2002-2004

3. ქალთა ორგანიზაციების გზამკვლევი, თბილისი, 2003                                                 

4. ფილანთროპია საქართველოში - წარსულის, აწმყოს და მომავლის პარადიგმები, თბილისი, 2002