ქეთი ბერძენიშვილი

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ჟურნალისტი

თანამდებობა: რადიოკომპანია "ძველი ქალაქი"-პროგრამების დირექტორი

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ქალთა, ბავშვთა, სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა საკითხები

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული, ინგლისური (საშუალო)

ქალაქი: ქუთაისი

ელ.ფოსტა: kateberdzenishvili(at)yahoo.com

ბიოგრაფია:

1992 წელს  მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია "რიონის" (ქუთაისი) მუსიკალური გადაცემების წამყვანად.1995 წელს დააფუძნა რადიოკომპანია "ძველი ქალაქი."  2003-2004 წწ. გაიარა"დოიჩე ველეს" აკადემიის საინფორმაციო მასალებისა და საეთერო მომზადების ჟურნალისტიკის კურსები. 2004 წლიდან გახდა რადიო თავისუფლების პროგრამა "დღეს დილით" კორესპონდენტი. 2012 წელს სწავლობდა ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის "დემოკრატიის სკოლაში". 2013 წლიდან  საჯარო დებატების პროექტის ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მოდერატორია ქუთაისში. 2014 წლიდან არის ორგანიზაცია "ხიდი-სოციალური ინკლუზიისთვის" გამგეობის წევრი, ასევე, "გენდერის მედიაცენტრის" დირექტორი. 2018 წლიდან არის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის „გენდერული საბჭოს“ წევრი, ქ.ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი.