ლინა ღვინიანიძე

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი

თანამდებობა: სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კვლევის ინტერესები: ადამიანის უფლებები, სოციალური უფლებები, თანასწორობა, მარგინალიზებული ჯგუფები.

ენები: ქართული, ინგლისური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: ghvinianidzelina(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ლინა ღვინიანიძეს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2008). ამასთან, არის Ohio Northern University-ის სამართლის სკოლის მაგისტრი დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენასობის მიმართულებით (2011). ლინა ღვინიანიძე 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურისტის პოზიციაზე გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ხოლო 2011-2013 წლებში საიას საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე. 2013 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური უფლებების პროგრამას.

ნაშრომები:

ლინა ღვინიანიძე არის ათამდე კვლევისა და ანგარიშის ავტორი, რომელიც შეეხება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, შრომის უფლებასა და რელიგიის თავისუფლებას.

აღნიშნული კვლევების ნახვა შესაძლეებლია ლინკზე: http://emc.org.ge/publications

საჯარო დებატები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში:

მაისი 2013 - ლინა იყო ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი დებატზე "ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?"

მაისი 2015 - ლინა იყო ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი დებატზე "როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია?"