ნვარდ მარგარიანი

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი, სოციალური სამსახური (მაგისტრის ხარისხი).

თანამდებობა: პრეზიდენტი, ორგანიზაცია PINK-Armenia

კვლევის ინტერესები: ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები, სექსუალობა და გენდერი.

ენები: სომხური, რუსული და ინგლისური

ქალაქი: ერევანი, სომხეთი

იმეილი: coordinator(at)pinkarmenia.org

ბიოგრაფია:

2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებში. ნვარდს აქვს სოციალური მუშაკის პრაქტიკული გამოცდილება, მუშაობდა ინსტიტუციებში განთავსებულ ბავშვებთან (დღისა და ღამის ცენტრები, არასრულწლოვანთა ციხე), სხვადასხვა ეროვნების და ეთნიკური კუთვნილების ადამიანებთან, ქალებთან.

2008 წლიდან ჩართულია სომხეთში ლგბტ მოძრაობაში ორგანიზაცია PINK-თან ერთად. 2011 წლამდე მისი საქმიანობა ორგანიზაციაში მოხალისეობრივი იყო, 2010 წლიდან კი PINK-ის თანამშრომელი გახდა. 2015 წლის თებერვალში ნვარდი პრეზიდენტად აირჩიეს.  

ამჟამად ნვარდი ჩართულია სომხეთში ფემინისტური მოძრაობაში. ის ასევე არის „სომხეთის ფემინისტური პლატფორმის“, „სამხეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალთა კავშირის“ და „ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კოალიციის“ წევრი.  

ნაშრომები:

2013 - „ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სომხეთში“, ერევანი, სომხეთი;

2011 - სამზარეულოს მორალური დიასახლისი: წარსულისთვის თვალის ჩაკვრა, ინტერნეტგამოცემა „As You”, ერევანი, სომხეთი.