ნინო დანელია

Კითხვის დრო: 2 წუთი

განათლება: ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), მას-კომუნიკაციის მაგისტრი (ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ).

თანამდებობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: მედია და პოლიტიკური სისტემები, მედია და სამოქალაქო სივრცე, პოლიტიკური კომუნიკაცია

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: ninodane(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ნინო დანელია ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მოწვეული პროფესორია. ამჟამად ის მუშაობს სადოქტორო თემაზე და იკვლევს საბჭოთა პერიოდში ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების არაოფიციალურ არხებს. თემის დაცვა დაგეგმილია სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში 2015 წლის დეკემბერში. მისი კვლევის ინტერესებია კომუნიკაციის და კონკრეტულად, მედიის როლი პოლიტიკურ და სამოქალაქო ჩართულობაში, სამოქალაქო სივრცის შექმნაში. ნინომ აკადემიურ სფეროში მედიაში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილების  შემდეგ გადაინაცვლა.

ნინო დანელია ასევე არის ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, კოალიციის "მედიის ადვიკატირებისთვის” დამფუძნებელი და წევრი. იგი არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის სანჭოსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს წევრი, მათ შორის არიან “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო: და “სამართლიანი არჩევნები”.

ნაშრომები:

  • ქეშელაშვილი, ა., დანელია, ნ. (2010-2012) ციფრული მაუწყებლობა საქართველოში
  • დანელია, ნ. (2011). მედია-ეთიკის სახელმძღვანელო
  • დანელია, ნ. (2011). კომუნიკაცის სტრატეგიები
  • დანელია, ნ. (2011). ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულება
  • დანელია, ნ. (2011). ფინანსურად მდგრადი მედია განვითარებად და ახალ საბაზრო სისტემებში.
  • დანელია, ნ., გოგიბერიძე, ნ. (2008) მედიის დამოუკიდებლობა და მისი            კონტროლის მექანიზმები; აფრასიძე დ. მედიის (ზე)მოქმედება: წამყვანი         ტელეარზები და წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში (2008)
  • დანელია, ნ. (2008), 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების      გაშუქება პროფესიული სტანდარტების თვალსაზრისით; აფრასიძე დ.        მედიის (ზე)მოქმედება: წამყვანი ტელეარზები და წინასაარჩევნო კამპანია  საქართველოში (2008) 
  • ხატიაშვილი, თ., დანელია ნ., გვახარია, გ. & მანუკიანი, მ., (2005)            გენდერული იმიჯები ქართულ და სომხურ კინემატოგრაფში; ლ.     გაფრინდაშვილის კრებულში ”გენდერი, კულტურა და             თანამედროვეობა”, (2005)
  • ვარდების რევოლუციის გაშუქება ქართულ მედიაში (2005);