ეკატერინე სხილაძე

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: იურისტი

თანამდებობა: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები:  გენდერული ნიშნით ძალადობა; ოჯახში ძალადობა; ქალთა შრომითი უფლებები; ადრეულ ასაკში ქორწინება; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.

ენები: ქართული, ინგლისური.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: eskhiladze(at)ombudsman.ge

ბიოგრაფია:

2013 წლიდან მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩართულია როგორც საქმისწარმოების პროცესში, ასევე ახორციელებს საინფორმაციო/საგანმანათლებლო საქმიანობას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში. მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებისა და საერთაშორისო დოკუმენტების განხორციელების მონიტორინგის საკითხებზე.

2012-2013 წლებში სტაჟირებაზე იმყოფებოდა პოლონეთში, აქტიურ ქალთა ასოციაციაში. სტაჟირების ფარგლებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში ატარებდა ტრენინგებს ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 

2007-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრი. მისი საქმიანობა მოიცავდა შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებას და სხვადასხვა პროექტების კოორდინაციას. ამავდროულად კოორდინაციას უწევდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამას.