ანა დავთიან-გევორგიანი

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: ირანისტიკის სპეციალისტი (მაგისტრის ხარისხი), არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ტრანსფორმაციების სკოლის მოწვეული ლექტორი

თანამდებობა:  მკვლევარი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცივილიზაციის და კულტურის კვლევების ცენტრი

კვლევის ინტერესები: გენდერი და კულტურა, გენდერული სტერეოტიპები თანამედროვე სომხურ საზოგადოებაში, გენდერი და ისლამი, ქალი და პოლიტიკა ირანული თეოლოგიის მიხედვით.

ენები: სომხური (მშობლიური), ინგლისური, რუსული, ირანული, ქართული.

ქალაქი: ერევანი

იმეილი:  anna.gevorgyan(at)ysu.am

ბიოგრაფია

როგორც ირანისტი, ანა წერს ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და მასზე ისლამის გავლენის თაობაზე. ამ მიმართულებით მისი კვლევის ინტერესია ირანის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებში მითების შემოწმება და შიიტური ისლამის მექანიზმების დანერგვაზე დაკვირვება. ამ თემებზე მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი სხვადასხვა ჟურნალებში.

ანა თანამშრომლობს ერევნის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერობის და გენდერის ცენტრთან. ის კითხულობს კურსს სახელწოდებით „კულტურათაშორისი კონფლიქტები და გენდერული დისკრიმინაცია“. ამ მიმართულებით მისი კვლევები გამოქვეყნებულია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.