დუმილი ვერ დაგიცავს: ქალთა ზეპირი ისტორიები

წინასიტყვაობა

“რატომ ჩანან ქალები ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში ნაკლებად? აქტიური ქალი ლიტერატურული პერსონაჟიც კი ცოტაა. ალბათ, მთავარი, რითიც გენდერის კვლევა უნდა დაიწყოს, სწორედ ამ სიმცირის გამომწვევი მიზეზებია.

კაცობრიობის მეხსიერება ზღაპრებით იწყება, ზღაპარშიც კი ცოტაა აქტიური გოგო პერ- სონაჟი. ცოტაა, რადგან ზღაპრის გმირის დაბადებას სახლიდან გასვლა სჭირდება, ქა- ლებს კი არ ჰქონდათ ამის უფლება. თუკი გოგო გმირი იბადება, ის ძალადობრივი გზითაა მოხვედრილი სახლის გარეთ – ან დაკარგულია, ან გამოგდებული.

იმ უხსოვარი დროიდან დღემდე, რაღა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, რეალურ თანასწორობამდე მაინც შორია. დღესაც ჩვენ გვერდით უამრავ ქალს არა აქვს სარბიე- ლი, ზოგისთვის ისევ რთულია, თუნდაც, სახლიდან გასვლა. აქვე, ჩვენ გვერდით, ჩვენს ქვეყანაში არის სოფლები, სადაც დაუქორწინებელი გოგონა სახლიდან მარტო, მხლებლის გარეშე ფეხს ვერ გაადგამს.

ძალადობრივი გარემო განაპირობებდა და ისევ განაპირობებს იმას, რომ ქალები დღესაც ნაკლებად ჩანან. ისინი შრომობენ, მაგრამ მათი შრომა ხშირად ისევ ფარდის უკან რჩება; ისინი სწავლობენ, მაგრამ ხშირად არ ეძლევათ საშუალება, თავიანთი ცოდნა გამოიყენონ; მათზე დგას ოჯახები, მაგრამ კაცი მაინც ყველანაირად ამცირებს, იცის, რომ მეტად ეპა- ტიება ღალატიც, ლოთობაც, ნარკომანიაც და ძალადობაც.

ამ კრებულისთვის ზეპირი ისტორიები 2015 წლის ზაფხულში გურიაში ჩაიწერა. რესპონ- დენტები არანაირი ნიშნით არ შეგვირჩევია – ჩავწერეთ ყველა, ვისაც საუბრის სურვილი ჰქონდა. ძალადობას საქართველოში, სამწუხაროდ, ძებნა არ სჭირდება, ის მეტ-ნაკლებად ყველა ქალის ისტორიაშია, ყველა აწყდება დისკრიმინაციას, ყველას ჩაგრავენ, ან თვი- თონ, საზოგადოებისგან თავსმოხვეული სტერეოტიპებით იჩაგრავს თავს. ყველას არ შე- უძლია გმირობა, გაბედვა, მსხვერპლის როლიდან გამოსვლა. მთლიანად გარემოა მოძალა- დე და ამიტომ ქალთა ასპარეზი, მათი უფლებები ისევ შეზღუდულია.

ზოგიერთი რესპონდენტი საუბარს იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მათ სახელსა და გვარს არ მივუთითებდით, ზოგიერთს პირიქით – ძალიან უნდოდა თავისი სახელით ელაპარაკა, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაინც ჯობდა, ანონიმურობა დაგვეცვა, რადგან, მიუხედა- ვად მათი სურვილისა, შეიძლებოდა, ამ კრებულით კიდევ ერთხელ გაგვეხადა ისინი ძალა- დობის სამიზნედ. ამიტომ, ქვემოთ ნახსენები ყველა სახელი შეცვლილია.

შესავალი წერილი 8 კრებულში თავი მოიყარა სრულიად განსხვავებულმა ისტორიებმა. ზოგიერთი მონათხრო- ბი მეოცე საუკუნის 30-40-იანი წლებიდან იწყება და გრძელდება დღემდე, 2015 წლამდე. ამ ზეპირი ისტორიების საშუალებით შეგვიძლია თვალი მივადევნოთ გურიის სოფლებიდან დანახულ ისეთ ისტორიულ მოვლენებს, როგორებიცაა მეორე მსოფლიო ომი, კოლექტივი- ზაცია, საბჭოთა უძრაობის ხანა, ეროვნული მოძრაობის პერიოდი, თავისუფალი საქართ- ველოს მშიერი და არეული წლები…

ყველანაირი გაჭირვება, პრობლემა – საზოგადოების უუფლებო წევრს უფრო მეტად აზა- რალებს. თუ არ არის საშუალება, ყველა შვილს განათლება მიაღებინონ, რა თქმა უნდა, ქალი რჩება სწავლის გარეშე. თუ ბევრ შვილს ვერ გააჩენენ, შერჩევითი აბორტი უნდა გა- კეთდეს, რადგან თვლიან, რომ ბიჭი აუცილებელია. თუ ქმარი ღალატობს, ლოთობს, ქალმა უნდა აიტანოს, რადგან შვილებს არ უნდათ დანგრეული ოჯახის სახელით გავიდნენ საზო- გადოებაში. თუ მოიტაცეს, უკან ვეღარ დაბრუნდება, რადგან იცის, რომ „შერცხვენილს” აღარ ექნება ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება.

ისტორიები განსხვავდება მოძალადეთა სახეებითაც და ძალადობის სიმძიმითაც. ზოგიერ- თი ისტორია შედარებით მსუბუქია, ზოგიერთი – ძალიან მძიმე. ზოგან პრობლემა დაძლე- ულია, მსხვერპლი გარიდებულია მოძალადეს, ზოგან მოძალადე გარდაიცვალა და ამიტომ, თითქოს აღარაა პრობლემა, მაგრამ დარჩენილია ხსოვნა და ტრავმა.

თუმცა, გვხდება ისტორიებიც, სადაც ქალი სწორედ სტერეოტიპების დამსხვრევის გამო იქცევა ძალადობის სამიზნედ. ზოგიერთს ჰყოფნის ძალა, დაუპირისპირდეს გაბატონებულ წარმოდგენებს და იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის, მაგრამ ამ ბრძოლას უზარმაზა- რი ენერგია მიაქვს, რადგან ძნელია ყველას პირისპირ დგომა, ძნელია და ადამიანის მთელ ძალისხმევას მოითხოვს.

მოძალადის როლში შეიძლება მოგვევლინოს ყველა და ყველაფერი: მამა, დედა, შვილი, მეგობარი, ქმარი, დედამთილი, მამამთილი, საზოგადოებრივი აზრი, სოფელი, ტრადიცია, სახელმწიფო…

მოძალადეა მთლიანად გარემო, ყველა და ყველაფერი უშლის ხელს ქალს გახდეს საზოგა- დოების სრულუფლებიანი წევრი და მიუხედავად უმძიმესი, თავდადებული შრომისა, დატო- ვოს სახელი, თუნდაც თავისი ოჯახური ისტორიის ფარგლებში. საქართველო ჯერ კიდევ ის ქვეყანაა, რომელშიც წინაპრების სადღეგრძელოს „მამა-პაპათა შესანდობარი” ჰქვია.

წარმოდგენილ ტექსტებში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული რესპონდენტების ენა, საუბ- რის მანერა და სტილი. მათი უმეტესობა დიალექტზე საუბრობს. არც ისაა გასაკვირი, რომ ზეპირ მეტყველებაში ხმარობენ ბარბარიზმებსაც.

იმედს ვიტოვებთ, ეს ზეპირი ისტორიები პატარა წვლილს შეიტანს გენდერის კვლევასა და უთანასწორობასთან ბრძოლაში. იქნებ მომავალი თაობებისთვის ისეთივე გაუგებარი იყოს ქალის დღევანდელი ვითარება, როგორც აქ ნაამბობი ოჯახის შექმნის ტრადიცია, როცა ქალი და კაცი არც კი იცნობდნენ ერთმანეთს.

ასეა თუ ისე, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, პრობლემებზე ვილაპარაკოთ. დუმილით, და- მალვით, არასოდეს არავის ეშველება, ამიტომ შევარჩიეთ კრებულის სათაურად ცნობილი ამერიკელი ფემინისტის, ოდრე ლორდის სიტყვები: „დუმილი ვერ დაგიცავს”.

თეონა ბექიშვილი,

რედაქტორი

Product details
Date of Publication
2015 წელი
Publisher
ქალები რეგიონის განვითარებისთვის
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული