ნინო გუჯარაიძე

Კითხვის დრო: 1 წუთი

სახელი: ნინო გუჯარაიძე

განათლება: სამედიცინო ფსიქოლოგია

თანამდებობა:  აღმასრულებელი დირექტორი, მწვანე ალტერნატივა.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: გარემოს დაცვა, საჯარო უწყებების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: ngujaraidze(at)greenalt.org

ბიოგრაფია: ნინო გუჯარაიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას დამფუძნებელი (2000წ.), სადაც დღეს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. 1998-1999 იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები საქართველოს საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორის თანაშემწე. 2002-2003 იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network) ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოოგის ფაკულტეტი. 

ნაშრომები:

ოცდაათზე მეტი კვლევის, ანგარიშისა და სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. ყველა პუბლიკაცია ხელმისაწვდომია www.greenalt.org- ზე