წარმოგიდგენთ ფოტო-კოლაჟს, რომელიც ჩვენი პროექტის „ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო“ მონაწილემ, ქეთი ხიდაშელმა შექმნა (ოზურგეთი).
"ბოლო დემოგრაფიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გურიის სოფლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმული ასაკისაა. ხშირად, მათი ოჯახების წევრები სამუშაოდ დიდ ქალაქებში არიან გადასულები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებთან შედარებით მეტია, ხანდაზმული ქალების უმეტესობა მარტოდაა დარჩენილი. ეს ფოტოისტორია დაგანახებთ მათ ყოველდღიურობას".