ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016)

Კითხვის დრო: 2 წუთი

(დასრულებული პროექტი)

ორგანიზაცია „ქალთა რესურს ცენტრმა“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და  ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციების პირველი ციკლი 2015 წლის სექტემბერ-ნოემბერში ერევანში ჩატარდა, ხოლო მეორე ციკლი 2016 წლის მაისი-ივლისში და სექტემბერ-ნოემბერში.

ინტერდისციპლინარული ლექციები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლექტორების  და ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული. 

 

2015 წლის სალექციო კურსი თემები და ავტორები:

  1. 17 სექტემბერი: „მითები ფემინიზმის „საფრთხეების“ შესახებ: ფემინიზმის აღქმა სომხურ საზოგადოებაში“ (ანა ვოსკანიანი, სოციალური სამუშაოს ექსპერტი);
  2. 1 ოქტომბერი: „შეჩერებული ფემინიზმი: როგორ შექმნა სომეხი ქალების ემანსიპირებისთვის არასასურველი გარემო სხვადასხვა ეკონომიკურმა ინტერესებმა და ცნებებმა“ (ნვარდ მანასიანი, განათლების ექსპერტი);
  3. 15 ოქტომბერი: „ქალთა მოძრაობა სომხეთში“ (ანაჰიტ ჰარუთუნიანი, ლინგვისტიკის დოქტორი);
  4. 29 ოქტომბერი: „ქალები სომხურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ მეტყველებაში/ტექსტებში“ (რუზანა ცატურიანი, ენთნოგრაფი);
  5. 5 ნოემბერი: "როგორი შეიძლება იყოს ფემინისტი? გაბრაზებული, გლამურული, აბეზარი, „ფემინაცი“ და სხვა ფემინისტები" (თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი);
  6. 12 ნოემბერი: „ქალები სომხურ მას-მედიაში“ (ანა გევორგიანი, ირანისტიკის სპეციალისტი);
  7. 26 ნოემბერი: „ქალების ხელოვნება ფემინისტური ხელოვნების პირისპირ: კატეგორიები და წინააღმდეგობები სომხურ თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკაში“ (სუსანა გიულამირიანი, ხელოვნების ლაბორატორიის და კულტურული კვლევების თავმჯდომარე).

ჩატარებული ლექციების საფუძველზე მომზადდა 6 სტატია და სომხურ ენაზე გამოიცა პუბლიკაცია. გარდა ამისა, სტატიები ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-საიტზე. სტატიების ჩამონათვალი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

2016 წლის სალექციო თემები და ავტორები:

  1. 19 მაისი: "მილიტარიზირებული მასკულინობა და ძალადობა ჯარში" (მილენა აბრაჰამიანი, კონფლიქტის კვლევების მაგისტრი);
  2. 26 მაისი: "სომხეთში გენდერული დისკურსის გამოაშკარავება: ისტერიიდან კონსტრუქციულ დიალოგამდე" (ანა ჰარუთუნიანი, დოქტორანტი);
  3. 2 ივნისი: "გენდერული კვოტები: მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები" (თამარა ოვნათანიანი, ორგანიზაცია პრო-მედიას დამფუძნებელი);
  4. 16 ივნისი: "ქალების სხეულები 20-ე საუკუნის საბჭოთა ქართულ კინოში" (თამთა თათარაშვილი, გენდერული კვლევების მაგისტრი);
  5. 30 ივნისი: "საქორწინო კანონმდებლობა და კულტურა ოსმალეთის იმპერიის სომხებს შორის, 1879-1914 (ჰასმიკ კალაპიანი, ისტორიის დოქტორი);
  6. 7 ივლისი: "ქალები უმაღლეს განათლებაში: უთანასწორო სტატუსი თუ თანასწორი შესაძლებლობები" (ნარინე ხაჩატურიანი, ფსიქოლოგიის დოქტორი);
  7. 19 სექტემბერი: "იდეოლოგია და გენდერი საბჭოთა საქართველოში" (მაია ბარქაია, გენდერული კვლევების დოქტორი);
  8. 28 ოქტომბერი: სელექციური აბორტების პრობლემა სომხეთში: მიზეზები და შედეგები (ანუშ ხაჩატურიანი);
  9. 10 ნოემბერი: "ნეოლიბერალიზმი და ფემინისტური მოძრაობების დეპოლიტიზირება" (ანა ნიკოგოსიანი, გენდერის კვლევების მაგისტრი);
  10. 15 ნოემბერი: "საკუთარ თავთან დაბრუნება: იოგასა და მედიტაციაში ფემინისტური აღმოჩენები" (ჰასმიკ ტატოსიანი).

ლექციებზე დაყრდნობით დაიწერა 5 სტატია და გამოიცა პუბლიკაციის სახით: "გენდერული დისკრიმინაცია: ჯარი, მედია, პოლიტიკა, ქორწინება, განათლება".