განათლება: გამოყენებითი მათემატიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პოზიცია: მიწვეული ასისტენტ პროფესორი, მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
კვლევის ინტერესები: სიგნალის მთლიანობისა და ელექტრომაგნიტური თავსებადობის საკითხები, ქალთა ჩართულობა STEM მეცნიერებებში, განათლებისა და პროფესიული განვითარების გენდერული სპეციფიკა.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
ქალაქი: როლა, მისური (აშშ).
ელ.ფოსტა: nana@outlook.com
ბიოგრაფია:
2014 წლიდან ნანა მუშაობს აშშ-ს მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში მიწვეული ასისტენტ მკვლევარ-პროფესორის თანამდებობაზე. მონაწილეობს ადგილობრივ საგანმანათლებლო მოხალისეობრივ პროგრამებში. მუშაობს ბლოგერად ელექტრონულ ჟურნალში „მასწავლებელი.გე“.