განათლება: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი, ისტორიის მაგისტრი, გენდერის კვლევების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული.
თანამდებობა: მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: პოსტკოლონიური და დეკოლონიური კვლევები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიოგრაფია, ორიენტალიზმი და ისლამი, ქალთა შრომა და საფეიქრო საქმის ისტორია, ინდოეთის ახალი და უახლესი ისტორია.
ენები: ქართული, ინგლისური, ჰინდი, რუსული, თურქული.
ქალაქი: თბილისი
ელ. ფოსტა: m.barkaia(at)css.ge
ბიოგრაფია: მაია ბარქაია ინტერდისციპლინური მკვლევარია. მისი კვლევის ინტერესები შთაგონებულია აღმოსავლეთმცოდნეობით, ისტორიით და ფემინისტური კვლევებით. 2016 წელს ის იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის (ლედი მარგარეტ ჰოლის) მოწვეული მკვლევარი.
პუბლიკაციები:
ბარქაია, მ. (2019). „ომით გაყოფილი ისტორია: კონფლიქტები და ისტორიის სწავლება საქართველოში.“ კავკასიური სახლი.
ბარქაია, მ. & ჯანელიძე, ბ. (2018). უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, რელიგია და პოლიტიკა პანკისის ხეობაში. თბილისი:EMC.
Barkaia, M. (2018). (გერმანულ ენაზე). „Im Fokus der Weltmächte: Das Pankissi-Tal jenseits hegemonischer Perspektiven.“ In Nakhutsrishvili, L. (ed.) Georgien, neu buchstabiert: Politik und Kultur eines Landes auf dem Weg nach Europa. (pp.101-114). Bielefeld: Transcript Verlag.
Barkaia, M. (2017). “The Country of the Happiest Women?”: Gender and Ideology in Soviet Georgia. In A.Waterston & Barkaia, M. (eds), Gender in Georgia: Feminist Perspectives on Culture, Nation and History in the South Caucasus. New York: Berghahn Books.