განათლება: მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მაგისტრის ხარისხი ლინგვისტიკასა და თარგმნაში, ერევნის ვ. ბრუსოვის სახელობის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თანამდებობა: ადვოკატირების პროგრამის ოფიცერი, ფონდი ''OxYGen'' ახალგაზრდებისა და ქალთა უფლებებისთვის, ერევანი, სომხეთი.
კვლევის ინტერესები: გენდერი და ნაციონალიზმი, გენდერი და კონფლიქტი, ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში.
ენები: სომხური, ინგლისური, რუსული, ფრანგული.
ქალაქი: ერევანი (სომხეთი).
იმეილი: anushxachatryan(at)gmail.com
ბიოგრაფია:
ანუშ ხაჩატრიანი არის ფემინისტი და ქალთა უფლებების დამცველი, რომელიც სომხეთში მოღვაწეობს. მას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და განათლებაზე, ქალთა გაძლიერებაზე, სამშვიდობო პროცესებზე, გენდერულ ძალადობასა თუ ოჯახში ძალადობაზე იყო მიმართული. ანუში ასევე არის სომხური ფემინისტური პლატფორმის, საერთაშორისო მოძრაობა ქალები შავებში და სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდა ქალთა კავშირის წევრი.
ნაშრომები:
სამაგისტრო ნაშრომი - “გაეროს უსაფრთხოების პოლიტიკაში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ფემინისტური პერსპექტივა: რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაცია სომხეთში“.