ევა ლომთაძე

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი, ჟურნალისტი.

თანამდებობა:  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

ინტერესები: ისტორიული და გენდერული თემატიკა, სოციალური საკითხები.

ენები:  ქართული, რუსული.

ქალაქი: ლაგოდეხი

ელ. ფოსტა: evalomtadze(at)gmail.com

ბიოგრაფია:                                                                     

ევა ლომთაძე 2014 წლის იანვარში დაინიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერულ მრჩევლად, 2014 წლის ივლისში კი აირჩიეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად.

ევა ლომთაძე თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა ლაგოდეხში არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბებასა და საქმიანობას. თანამოაზრეებთან ერთად მან ჩამოაყალიბა საზოგადოებრივ-ახალგაზრდული გაზეთი. მუშაობს ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, განხორციელებული აქვს ფონდ ,,ღია საზოგადოების“ დაფინანსებით შემდეგი პროექტები: ,,კრავთა დუმილი“/2002 წელი/, მოზარდების ძალადობისაგან დაცვა/2004წელი, ,,მზე შინა და მზე გარეთა“/ფონდი ტასო, 2005 წელი. იყო ურბანული ინსიტუტის მიერ შექმნილი გენდერული მობილიზატორული ჯგუფის წევრი 2002-2005 წლებში. ევა მუშაობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხებზეც. 

ევა ლომთაძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. აქვს პედაგოგიური საქმიანობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს ქართული ენის მასწავლებლად მაწიმის საჯარო სკოლაში.  

სტატიები:

1990-2000 - ,,კრავთა დუმილი“, ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ,,ჩვენი სამკვიდრო“, ,,სისხლიანი 1992 წლის 6 იანვარი“.

2017 - იულია მლოკოსევიჩის ბიოგრაფია. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.