იდეოლოგია, გენდერი და პროპაგანდა
საბჭოთა ვიზუალურმა ხელოვნებამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალს იდეოლოგიურად მისაღები სხვადასხვა როლი შესძინა. 1941-დან 1945 წლამდე (აღმოსავლეთ ფრონტის დაწყებისა და დასრულების პერიოდი) არსებული სამხატვრო ტენდენციებისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმისათვის, რათა თვალნათლივ დავინახოთ ქალის იმიჯის რამდენიმე მახასიათებელი: ომისგან დაზარალებული ქალი; მებრძოლი ქალი; დედა, რომელიც საბჭოთა მოქალაქეებს (შვილებს) ომში წავლისკენ მოუწოდებს; ქალი, რომელიც იძულებულია ომში წასული მამის/ძმის/ქმრის „მამაკაცურ პროფესიას“ დაეუფლოს და ნაციონალური სიმბოლიკის მატარებელი ქალი. ყველა ამ ტიპის ქალის იმიჯი პოსტერებზე, ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებსა თუ კინოეკრანებზე გამოჩნდა. მიზანი, რა თქმა უნდა, ქალის ვიზუალის გამოყენებით საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და საბჭოთა სახელმწიფოს უძლეველობის განმტკიცება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ქალის გამოსახულება პროპაგანდის გამწევ მნიშვნელოვან ძალად გადაიქცა.
ყველა ამ საკითხში უკეთ გასარკვევად მთავარი კითხვების დასმა ასე უფრო უპრიანია: როგორ, რისთვის და რატომ ანიჭებდა იდეოლოგია პოსტერებზე ქალის გამოსახულებას პროპაგანდისტულ შინაარსს?
პოდკასტი
ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
Open external content on original site
Product details
Table of contents
აბსტრაქტი 3
შესავალი 5
კვლევის ჩარჩო 6
მეთოდოლოგია 7
ლიტერატურის მიმოხილვა 8
კვლევის შეზღუდვა: 11
საბჭოთა იდეოლოგია და ქალთა ემანსიპაცია 12
პლაკატის მნიშვნელობა საბჭოთა იდეოლოგიისთვის 13
ქალი, როგორც მსხვერპლი 16
ქალი ბრძოლის ველზე 18
დედის სახის იკონოგრაფია 21
ქალი "საშინაო ფრონტზე" 23
ქალის გამოსახულება და ნაციონალური სიმბოლიკა 26
მტერზე გამარჯვება და ქალის გამოსახულების ცვლილება 28
დასკვნა 30
გამოყენებული ლიტერატურა: 32
დანართი 33