თათია ბარბაქაძემ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. ამჟამად სწავლას აგრძელებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი და უახლესი ქართული ხელოვნების ისტორიის მაგისტრატურის პროგრამაზე.
2017 წლიდან ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებსა და კვლევებში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს პედაგოგიურ სამუშაოსაც.
თათიას კვლევის ინტერესებს წარმოადგენს: თანამედროვე და უახლესი ხელოვნების ისტორია და თეორია, 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის პოლიტიკა, საბჭოთა და პოსტ- საბჭოთა პერიოდის სახვითი ხელოვნება.