ულმობელი ოპტიმიზმი
წარმოგიდგენთ ლორენ ბერლანტის ესეს "ულმობელი ოპტიმიზმი", რომელიც ქართულ ენაზე ნარგიზა არჯევანიძემ თარგმნა. ესე შესულია თარგმანების კრებულში "ქვიარ გრძნობები".
ყველა მიჯაჭვულობა ოპტიმისტურია. სურვილის ობიექტზე საუბრისას, სი-ნამდვილეში, მთელ რიგ დაპირებებზე ვსაუბრობთ. დაპირებებზე, რომლებიც გვსურს, რომ სხვამ მოგვცეს და შესაძლებელი გახადოს. დაპირებათა მთელი ეს წყება შესაძლოა ადამიანში, საგანში, დაწესებულებაში, ტექსტში, ნორმაში, უჯრედთა სიმრავლეში, სურნელში, კარგ იდეასა და ნებისმიერ სხვა რამეში იყოს ჩაქსოვილი. „სურვილის ობიექტის“ დაპირებათა წყებად წარმოდგენა, საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მიჯაჭვულობების არათანმიმდევრულობა და იდუმალება დავინახოთ. და ეს ჩვენს ირაციონალობას კი არ ადასტურებს, არამედ ამ ობიექტთან სიახლოვისას ჩვენ მიერ განცდილი გამძლეობის განცდის ახსნაში გვეხმარება. იმდენად, რამდენადაც ობიექტთან სიახლოვე ისეთ რაღაცებთან სიახლოვეს გულისხმობს, რასაც ეს ობიექტი გვპირდება; ამ დაპირებათა ნაწილი ჩვენთვის ნათელი და სასიკეთოა, ხოლო ნაწილი – არც ისე.
ამრიგად, ყველა მიჯაჭვულობა ოპტიმიზმის განცდას არ იწვევს: მაგალითად, ზოგს შესაძლოა შიშს ჰგვრიდეს შიმშილისა და სურვილის, ან კიდევ საყვარლისა თუ მშობლის განმეორებად და პროგნოზირებად, უკუღმართ სცენებთან დაბრუნება. მაგრამ იმ ადგილზე მიბრუნების სურვილი, სადაც კონკრეტული ობიექტი საკუთარ დაპირებებთან ერთად ლივლივებს, ოპტიმიზმის აფექტურ ფორმაზე მიანიშნებს. ოპტიმიზმის განცდისას, ადამიანი იმ დაპირებებისკენ მიილტვის, რომლებსაც კონკრეტულ ობიექტთან აწმყოში შეხვედრის მომენტი მოიცავს.
Product details
Table of contents
I. ოპტიმიზმი და მისი ობიექტები 4
II. ობიექტის პირობა 10
III. გაცვლითი ღირებულების დაპირება 20
IV. პირობა, რომ გასწავლონ 28
აფექტი აწმყოში (ნაწყვეტები შესავლიდან) 35
ბიბლიოგრაფია 42