რუბრიკა: ინტერვიუ ქალ პოლიტიკოსთან
პოლიტიკა დღესაც იმ სფეროდ რჩება, სადაც ქალები უმცირესობას წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, როგორია პოლიტიკაში დამკვიდრებული ქალების გამოცდილება? შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რაც ცალსახად მასკულინურ სივრცეში ქალის შესვლას შეიძლება ახლდეს? ეს რუბრიკა ქართველ პოლიტიკოს ქალებს დაეთმობა, სადაც ინტერვიუს სახით შემოგთავაზებთ მსჯელობას „ქალის საკითხების“ ირგვლივ: მათი პერსპექტივიდან, როგორია ქალის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და როგორ ხედავენ საკუთარ როლს ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.