განათლება: მუსიკისმცოდნე.
თანამდებობა: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის არტ-მენეჯერი.
ენები: ქართული, რუსული
ქალაქი: ქუთაისი
ელ.ფოსტა: lacorieli@mail.ru
ბიოგრაფია:
ქეთევანმა თბილისის სახ. კონსერვატორია მუსმცოდნეობის სპეციალობით 1988 წელს. დაამთავრა 1991 წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგად. 1996-2003 წლებში იყო შპს. ქუთაისის სამუსიკო პედაგოგიური სასწავლებლის და მასთან არსებული ბავშვთა ხელოვნების საკვირაო სკოლის დირექტორი. 1993 – 1997 წლებში - დასავლეთ საქართველოს ტელეკომპანია ,,ივერიონის“ მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა ,,კლასტერის“ ავტორი და წამყვანი.
2003-2007 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო ქუთაისის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის საქალაქო სამსახურის კოორდინატორი და უფროსი. 2007 წლიდან მუშაობს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 2007-2013 წლებში იყო ამავე თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2013 წლიდან დღემდე ასრულებს არტ მენეჯერის მოვალეობას და ორგანიზებას უწევს თეატრის კულტურულ ღონისძიებებს.
ამავდროულად, ქეთევანი 2015 წლიდან არის მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ჟურნალ ,,მერმისის“ რედკოლეგიის წევრი, სადაც პერიოდულად აქვეყნებს წერილებსა და სტატიებს ქუთაისის თეატრალური და მუსიკალური ცხოვრების მოვლენებთან დაკავშირებით. 2015 წელს მან დააფუძნა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი, რომელიც ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.