ქალის ხმა უნდა ჟღერდეს!

რუბრიკა „ქალის ხმა“ ამჟამად 40-ზე მეტი ქალის ბიოგრაფიას აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. თუკი სიას გადავხედავთ, ვნახავთ რამდენად მრავალფეროვანია იმ ქალების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც სამოქალაქო თუ საჯარო სექტორში საქმიანობენ.  როდესაც მათი  კვალიფიკაციისა და ექსპერტიზის შესახებ ვკითხულობთ, კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ ქალები ჯერ კიდევ არასათანადოდ არიან წარმოდგენილები საჯარო ღონისძიებებზე. „ქალის ხმა“ - ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც მკაფიო მესიჯს ატარებს: ქალის ხმა უნდა ჟღერდეს ყველა სადისკუსიო მაგიდასთან!

სწორედ ამიტომ, ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ქალ ექსპერტებს, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორები არიან. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საჯარო დებატებს. ვფიქრობთ, ქალებისა და მამაკაცების დაბალანსებული წარმოჩენა საჯარო ღონისძიებებზე ის ნაბიჯია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არსებული გენდერული როლების ტრანსფორმაციის პროცესში.

ჩვენ გვჯერა, რომ გენდერული დემოკრატია უნდა დავინახოთ არა როგორც შორეული მიზანი, არამედ პრინციპი, რომლის მიღწევაც სწორედ ახლა და სწორედ აქ შეიძლება.

უახლესი პუბლიკაციები

Sapo Mgeladze Book

ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი: საფო მგელაძე

საფო მგელაძის „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი” მართლაც მნიშვნელოვანი ტექსტია ბევრი თვალსაზრისით. ის ჟანრობრივად მოუხელთებელია, თუმცა დოკუმენტურ პროზას და მემუარს შორის იკვეთება, აქვს დღიურის ელემენტებიც და ერთმნიშვნელოვნად მწერლის „ბიოგრაფიის და შემოქმედების გასაღებს” წარმოადგენს (კუპრეიშვილი, 2023).