განათლება: ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი (თსუ)
თანამდებობა: თავმჯდომარე – კავშირი „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“
კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები
ენები: ქართული (მშობლიური), ჩეხური, რუსული, ინგლისური
ქალაქი: თბილისი
ელ.ფოსტა: studiolia[at]hotmail.com
ბიოგრაფია:
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მხაზველად და მთარგმნელად. 1986-2002 წლებში იყო „მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ (მოგვიანებით „კავკასიური სახლი“ – კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი) რედაქტორი. 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“/“StudioMobile – Accent on Action”, რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ესენია: მობილური საგანმანთლებლო ღონისძიებები და ალტერნატიული მედია–პროდუქციის შექმნა.
ნაშრომები:
- ლექსები და თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში;
- დოკუმენტური ფილმები:
- დედა, მამა, მე გეი ვარ (2013)
- მედ ყოფნის ფასი (2011)
- ქედელი (2010)
- მთავარი (2008)
- კოდექსები და ლექსები (2006)
- სადა ხარ, ჩემო სულიკო (2006)
- გენერალური რეპეტიცია (2004)
- რა ვიცი… (2004)
- უჩინარნი (2003)
- ერთი სიცოცხლე, ერთი სახელი (2001)