განათლება: სამართალმცოდნე, სამართლის მაგისტრი
კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საკორპორაციო სამართალი, სატელეკომუნიკაციო სამართალი, გარემოს დაცვის სამართალი.
ენები: ინგლისური, რუსული
ქალაქი: თბილისი
ელ.ფოსტა: atsintsa(at)kentlaw.iit.edu
ბიოგრაფია:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დასრულებისთანავე, პრაქტიკა დაიწყო იურიდიულ ფირმაში, სადაც მის ძირითად პროფილს წარმოადგენდა ქონების რესტიტუციის სამართლებრივი ასპექტები. მას შემდეგ მუშაობს სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტად, სადაც საქმიანობს საკორპორაციო და სატელეკომუნიკაციო სამართლის კუთხით. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პერიოდიდან აღსანიშნავია აქტივობა გარემოს დაცვის კანონმდებლობის შემუშავებისა და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით. 2014 წლის დეკემბერში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი (ჩიკაგო, კენტის სამართლის სკოლა).
2014 წლის აპრილში ანანო ცინცაბაძე იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიის "ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება" ერთ-ერთი მომხსენებელი.