განათლება: 2002 - სახვითი ხელოვნების ბაკალავრი, ხერით რითფელდის სამხატვრო აკადემია (ამსტერდამი, ნიდერლანდები).
თანამდებობა: ვიზუალური ხელოვანი, ამსტერდამში არსებული ხელოვანთა ინიციატივის Public Space With A Roof თანადამაარსებელი და წევრი.
ინტერესები: პირადი ისტორიების, მეხსიერებისა და შეკითხვების ვიზუალურ და ხელშესახებ ნარატივებად გარდაქმნა; „გაჩუმებულისა“ და „საკუთარი ხმის“ საკითხები გენდერული პერსპექტივიდან.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, ჰოლანდიური.
ქალაქი: თბილისი/ამსტერდამი
ელ.ფოსტა: tamarmepe(at)yahoo.com
ბიოგრაფია:
ვიზუალური ხელოვანი თამარ ჭაბაშვილი მოღვაწეობს ამსტერდამსა და თბილისში. მისი სახელოვნებო პრაქტიკა მოიცავს ინდივიდუალურ და თანამშრომლობით პროექტებს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მოგვიანებით, თამარმა მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ხერით რითფელდის სამხატვრო აკადემიაში, ამსტერდამში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს 1998 წლიდან. ის არის 2003 წელს დაფუძნებული ხელოვანთა ინიციატივის - Public Space With A Roof (PSWAR) თანადამაარსებელი. 2007 წლამდე ეს ინიციატივა მუშაობდა, როგორც კვლევითი პროექტების სივრცე. PSWAR-ის პროექტები კვლევას ეფუძნება და თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესში არსებულ ძირითად შეკითხვებს პასუხობს. 2004 წლიდან PSWAR მუშაობს ფართომასშტაბიან პროექტებზე, არღვევს საზღვრებს იმ მრავალ როლს შორის, რომელთა შეთავსებაც დღეს ხელოვანებისგან მოითხოვება: ხელოვანი-აქტივისტი; ხელოვანი-მენეჯერი; ხელოვანი-კურატორი. 2008 წლიდან PSWAR-ის პროექტები წარდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ვენის Frederick Kiesler Foundation ავსტრიაში; Centre Pompidou-Metz საფრანგეთში.
მისი ამჟამინდელი ნამუშევრები ეხება გენდერული პერსპექტივიდან დანახული ტრადიციის, რუტინისა და ჩაჩუმების საკითხებს. ის იყენებს ტრადიციულ არტეფაქტებსა და მეთოდებს (ხელოვნებიდან და რეწვიდან) და ცდილობს ისინი გარდაქმნას ისეთ ახალ ნარატივებად, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პოზიციებს, რომლების ჯგუფურ და პირად დონეზეა გაბატონებული. 2014 წელს, ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკთან თანამშრომლობით, მან განახორციელა კვლევითი პროექტი „საკუთარი სუფრა“, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. 2015 წელს ამ ნამუშევრის ნაწილი ნაჩვენები იქნა კიევის ბიენალეზე The School of Kiev და სტამბოლის მე-14 ბიენალეს პარალელურ პროგრამაზე Manifest Thought Form – A Route of Evanescence, გალერეაში Kuad (სტამბოლი). მისი გამოფენა, სახელწოდებით „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ 2016 წელს თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. ეს გამოფენა ყურადღებას ამახვილებდა იმ ქალთა „ყოველდღიურობის“ წარმოჩენაზე, ვინც სხვაგვარად შეუმჩნეველნი არიან.
ნაშრომები:
2015 - ნაშრომი პუბლიკაციისთვის city [un]archived (ნაწილი პროექტისა Tbilisi In/Sights). გამომცემლობა: Onomatopee (აინდჰოვენი, ნიდერლანდები);
2014 - თანაავტორი / საკუთარი სუფრა - გამოიცა დამოუკიდებლად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და ფონდ მონდრიანის ფინანსური მხარდაჭერით (თბილისი, საქართველო);
2011- ნაშრომი პუბლიკაციისთვის Erre, variations labyrinthiques, ნაწილი გამოფენისა Exhibition at Centre Pompidou-Metz-ში (საფრანგეთი);
2010 - თანაავტორი / PSWAR-ის პუბლიკაცია Passages Through (The Unfinished Monument). გამომცემლობა: Roma Publications (ამსტერდამი, ნიდერლანდები);
2007 - თანაავტორი / PSWAR-ის პუბლიკაცია Beauty Unrealized- spider webs of personal universes seeking a form. გამომცემლობა: Roma Publications (ამსტერდამი, ნიდერლანდები).
დამატებითი ბმულები: