ანნა ძიაპშიპა (1982 წ. თბილისი) პროდიუსერი და რეჟისორია. მისი ფილმები იდენტობას, საზღვრებს, სახლისა და სხეულის თემებს იკვლევს. ის დოკუმენტური კომპანია „საქდოკ ფილმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. არის ფულბრაიტის 2022 წლის სტიპენდიანტი, კითხულობს ლექციებს დოკუმენტური კინოს წარმოებაში და ვიდეოხელოვნებაში, პარალელურად თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დამოუკიდებელ სივრცეებთან და ონლაინ პლატფორმებთან; არის აფხაზეთის ვირტუალური არქივის ava.ge შექმნის ინიციატორი. 2009 წელს მან ორგანიზება გაუწია დოკუმენტური ფილმების პირველ კავკასიურ ფორუმს PITCH.DOC. 2022 წლიდან არის დოკუმენტური კინოს ასოციაციის „დოკას“ თანადამფუძნებელი და წევრი. მისი პროდიუსერობით გამოსული მხატვრული და დოკუმენტური ფილმები კი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.
კონტაქტი
anna[at]sakdoc.ge