ელენე დუდუჩავა ხელოვანია. ძირითადად მუშაობს ფოტო და ვიდეო მედიუმში, თუმცა, მის ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით მხატვრულ ტექსტს, როგორც პროექტის ერთ-ერთ მთავარ ასპექტს.
ელენე ხშირად იყენებს პერსონალურ გამოცდილებებს და დაკვირვებებს საზოგადო კონტექსტებზე და პოლიტიკურობაზე სალაპარაკოდ. ის დაინტერესებულია და იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა: გენდერი, ზრუნვა, ურთიერთობები, მეხსიერება, მიგრაცია, გლოვა, ბრაზი და, ზოგადად, ემოციათა მრავალფეროვნება თუ კომპლექსურობა ადამიანებში. მისი ბოლო ნამუშევრები შეიძლება ვიზუალური ანთროპოლოგიის მაგალითადაც ჩაითვალოს.
ელენე 1997 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 2015 წელს დაასრულა სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რეზიდენციასა და გამოფენაში, მათ შორისაა: Tbilisi Photo Festival/TPMM - Long-term Mentorship Program & Production Grant for South Caucasian Women Photographers; Fungus Gallery/ჯგუფური გამოფენა - „ქვიარ პორტრეტები“; Festival Dos Canais/Aveiro Portugal (Like the car I have nine times to die); „მასკულინობის და ფემინურობის ზღვარზე“ ჯგუფური გამოფენა; Imagine Stories/Caucasus Edition - Migration Portraits. 2022 წელს ელენე ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და ზრუნვის შრომაში ჩასართავად. წლის და ორი თვის შემდეგ კი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.